„პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას - წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ“, - ასე აფასებს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
სიმართლე პანდემიაზე - ამ სათაურით სამედიცინო დარგის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი განათავსა, რომელშიც პანდემიასთან ბრძოლის გზებზე და მძიმე მდგომარეობის მიზეზებს მიმოიხილავდა.
BM.GE-ი დაინტერესდა არსებული მდგომარეების გამოსასწორებლად სად ხედავს გამოსავალს. ამ კითხვის საპასუხოდ დავით გადელია აცხადებს, რომ „საჭიროა მოტივატორების ამუშავება“, რაც მწვანე ბარათების ამოქმედებას გულისხმობს. კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ ამ კუთხით გადამწყვეტი ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას და აცრილთათვის განსხვავებული უფლებები უნდა შეიმუშაოს.
„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დაიწყო, უნდა არსებობდეს მოტივატორი. თუ პირი სრულად აცრილია და წესებს ასრულებს, მას სხვა უფლებები უნდა ჰქონდეს, „მწვანე ბარათების“ ამოქმედებას ვგულისხმობ. კომპანიებსაც, სადაც აცრილი ადამიანები მუშაობენ, განსაკუთრებული უფლებები უნდა ჰქონდეთ. თუ აუცრელი ხარ და აცრაც არ გინდა, იყავი და მაშინ ვერ მიიღებ გარკვეულ სერვისებს.
სახელმწიფომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და არაფერს უნდა მოერიდოს. სხვა სახელმწიფოებსაც გაუჭირდათ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რადგან მოსახლეობა მსგავს გადაწყვეტილებებს მტკივნეულად იღებს, ამ პროცესში ჩვენ გამონაკლისი არ ვართ“, - ამბობს დავით გადელია.
ის იმ ელემენტარულ წესებს ასახელებს, რომლითაც მოქალაქეებმა „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში თავი უნდა დაიცვან.
„ჩვენ ვართ ექიმები და შეგვიძლია მოგაწოდოთ რეკომენდაცია როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსი. სამედიცინო თვალსაზრისით არის 2-3 მარტივი წესი - პირბადე, აცრა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში მარტივად გადატანას უზრუნველყოფს. სხვა არანაირი წესი არ არსებობს. მცირე შეცდომა და წესების უგულებელყოფას ვირუსი არ გვაპატიებს“, - ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და იმუნური ფენის შექმნის ნაწილში წაგებული ბრძოლის შესახებ დავით გადელიას შეფასებას, BM.GE მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სიმართლე პანდემიაზე - ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით, კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არა სრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო! ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ... კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- " ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!" .. ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- "სტალინი რომ ყოფილიყო"-მდე.
წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!
მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..
რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: მედიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი!! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმაკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!
მაგრამ რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! "კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!!" არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს- თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- "დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ", საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. "რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?"- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება!
ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს!! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა??
ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა..“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება