მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე პასპორტები ყველა სექტორზე უნდა გავრცელდეს”- სასტუმრო ბიზნესი არათანაბარ პირობებზე საუბრობს

61cdc84aa95f7
ანუკა ჯოხაძე
30.12.21 21:00
1376
მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდა და განისაზღვრა ის ობიექტები, სადაც მხოლოდ "მწვანე სტატუსის" მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. შესაბამისად, უკვე ერთი თვეა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტითაა“ შესაძლებელი კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში შესვლა. აღსანიშნია, რომ ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტებით შესვლა სავალდებულო უნდა გახდეს ყველა სექტორში. მათ შორის სავაჭრო ცენტრებშიც და სილამაზის სალონებში. მისი თქმით, ის, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ კონკრეტულ სექტორებზე ვრცელდება არათანაბარია და ბიზნესს ურტყამს.

“მწვანე პასპორტების საკითხი არათანაბარ პირობებში გვაყენებს რესტორნებსა და სასტუმროებს სხვა ბიზნესებთან შედარებით. დიდ სავაჭრო ცენტრებში ან სილამაზის სალონებში არ მოეთხოვებათ მწვანე პასპორტი, მაგრამ რესტორანსა და სასტუმროში კი. ეს ძალიან ურტყამს ამ სფეროს და ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველა ბიზნეს სუბიექტზე. ამით კი უკეთეს შედეგსაც მივიღებთ საბოლოო ჯამში, უფრო მეტად გაიზრდება ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა უფრო მეტ დაწესებულებებში იქნება მწვანე პასპორტი მოთხოვნილი. ტურისტიც, როცა დაინახავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანია აცრილი, უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს”, - აცხადებს სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე.