მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ზრდა და ციფრული ეკონომიკა - ესპანეთის ორი პრიორიტეტი საქართველოში

6033853d39075
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 15:20
917
"მწვანე ზრდა და ციფრული ეკონომიკა - ესპანეთის ორი ძირითადი ეკონომიკური პრიორიტეტი საქართველოში" - ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ი სტატიას აქვეყნებს, რომლიც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა.

ესპანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ როგორც - მსოფლიო, ასევე, რეგიონული სტანდარტების შესაბამისი საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, ამ მიმართულებით შესაძლებლობები არსებობს. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ კეთილსაიმედო საინვესტიციო გარემოს, ასევე, ევროკავშირთან არსებული დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქმნის.

„საქართველოში დემოკრატიისკენ სწრაფვის მნიშვნელოვანი პროგრესი, უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას ზრდის“, - აცხადებენ სამინისტროში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო-ესპანეთის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო. საქართველოს კი, დიპლომატიური წარმომადგენლობა ესპანეთში 2005 წლიდან აქვს, ხოლო ესპანეთს თბილისში მუდმივი წარმომადგენლობა არ აქვს და ამავე დროს ანკარაში ესპანეთის საელჩოს რამდენიმე აკრედიტაცია აქვს. ორივე ქვეყანა აქცენტს ტერიტორიულ ერთიანობაზე აკეთებს და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ორმხრივ ურთიერთობებში.