მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ზრდის ფონდი და იშბანკი საქართველო აერთიანებენ ძალებს მწვანე ინვესტიციების გასაზრდელად (R)

61c5629de2a1e
BM.GE
24.12.21 10:20
1135
მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) იშბანკ საქართველოს 6.1 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი სესხი გამოუყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინვესტიციების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის დეკარბონიზაციასა და სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით კი მოხდება შესაბამისი უნარების გაძლიერება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციის ეფექტიანობას.

ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გაზარდოს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში, კერძოდ, მოზიდული სახსრები მიმართოს ისეთი პროექტების დაფინანსებისკენ რომლებიც ენერგო და რესურს-ეფექტურია. აღნიშნული რესურსი საშუალებას მისცემს ბანკს, შესთავაზოს სესხები იმ კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც, მაგალითად ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების აშენებას, ან მზის პანელების სისტემის დამონტაჟებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 3,700 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 700 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.

GGF-ის საბჭოს თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ იშბანკი საქართველოს ინვესტიციის შესახებ განაცხადა: „GGF მოხარულია ითანამშრომლოს იშბანკ საქართველოსთან, რადგან ისინი ამჟღავნებენ დიდ პოტენციალს მწვანე ენერგიის ინიციატივების დაფინანსებაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია საქართველოსთვის, რათა მომავალში ის აღარ იყოს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე და ჩვენ სავსებით გვჯერა ბანკის შესაძლებლობის - საუკეთესოდ გამოიყენოს ეს ინვესტიცია და მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის სისრულეში მოყვანას“.
იშბანკ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაქან ქურალმა განაცხადა: „ჩვენ ვამაყობთ GGF-თან პარტნიორობით - ხელი მოვაწერეთ პირველ სასესხო ხელშეკრულებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პროექტების დასაფინანსებლად. 6.1 მილიონი ევროს გრძელვადიანი დაფინანსება ხელს შეგვიწყობს გავაფართოვოთ ადგილობრივი კორპორაციების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და შინამეურნეობების დაფინანსება. ამგვარად, ჩვენ, ერთის მხრივ, გავზრდით „მწვანე ფინანსებზე“ ხელმისაწვდომობას, მეორე მხრივ კი ხელს შევუწყობთ პირველადი ენერგიის დაზოგვას“.

მწვანე ზრდის ფონდის (GGF) შესახებ

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართლია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე, და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივით, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აქტივების მმართველი კომპანიაა და 2.6 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავს. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ggf.lu  ან გამოგვყევით ტვიტერზე: @GreenGrowthFund  


სს იშბანკი საქართველოს შესახებ

სს იშბანკი საქართველო საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის - იშბანკის შვილობილი კომპანიაა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით თურქეთის იშბანკის აქტივები, 76 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 1,182 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალითაა წარმოდგენილი 5 ქვეყანაში, გარდა ამისა, შვილობილი ბანკებით და წარმომადგენლობითი ოფისებით - კიდევ 6 ქვეყანაში. იშბანკი საქართველო კორპორატიულ, მცირე და საშუალო საწარმოებს და საცალო სეგმენტის კლიენტებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.isbank.ge