10.თებერვალი .2020 18:12

მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში მაშველები 1 ადამიანს ეძებენ

views 227
უკან

საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად 2 ტურისტი მოყვა.

BM.GE გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, ჩამოწოლილი თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყვნენ ტურისტები.

შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა