10.ნოემბერი .2021 00:00

“მხოლოდ აშშ-ში მილიონი დეველოპერი მაინც სჭირდებათ”- ესპანური IT-კომპანია MAKING SCIENCE

“მხოლოდ აშშ-ში მილიონი დეველოპერი მაინც სჭირდებათ”- ესპანური IT-კომპანია MAKING SCIENCE
views 1449
უკან

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში დეველოპერებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც ესპანური IT დეველოპერული კომპანია MAKING SCIENCE-ის დამფუძნებელი BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს, დღეს ყველა სექტორში მომუშავე კომპანიას სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისად, მსოფლიოს გიგანტი კომპანიები, ტალანტებს მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.

მისივე განმარტებით, ამ პროფესიაზე მიწოდების მოთხოვნა მხოლოდ აშშ-ში მილიონია, რაც მისი განმარტებით, აჩვენებს, რომ დეველოპერი მომავლის პროფესიაა, რომელზეც მოთხოვნა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

“არსებობს სტატისტიკა, რომ მხოლოდ აშშ-ში მილიონი დეველოპერი სჭირდებათ. მოთხოვნა ამ პროფესიაზე მზარდია. ეს დასტურდება იმით, რომ ყველა სექტორს სჭირდება დღეს პროგრამული უზრუნველყოფა და ამ პროფესიაში გაცნობიერებული ადამიანები. ეს არის მომავლის პროფესია, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის მზარდია, რადგან იზრდება თუნდაც ელექტრონულ ვაჭრობა და მსოფლიო სულ უფრო ციფრულდება. ელექტრონულ ვაჭრობასა და მობილურ აპლიკაციებზე მოთხოვნა დაახლოებით 30-40%-ით იზრდება, შესაბამისად, ზუსტად ამავე პროცენტულობით იზრდება დეველოპერებზე მოთხოვნაც. ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შენ შეგიძლია იმუშაო დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად გქონდეს კომუნიკაცია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანთან და იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე", - აცხადებს MAKING SCIENCE-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ანტონიო მარტინეს აგილარი.

ცნობისთვის, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია SWEEFT DIGITAL-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-მა შეიძინა. დადებული გარიგების შედეგად, პირველ ეტაპზე რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე ქართველი დეველოპერის დასაქმება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათი ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიდან მუშაობენ, როგორებიცაა ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი და მათ რიცხვს სულ ცოტა ხნის წინ საქართველოც შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა