მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხოლოდ ერთი სამართლებრივი მოლოდინი შეიძლება იყოს - ეს გამამართლებელი განაჩენია“ - ადვოკატი

61dd36abcb75b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 12:29
543

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე "Tv პირველს" განუცხადა, რომ დღეს გამამართლებელი განაჩენი დადგება. 

„არანაირი მტკიცებულება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მხოლოდ ერთი სამართლებრივი მოლოდინი შეიძლება იყოს - ეს გამამართლებელი განაჩენია, სხვა გადაწყვეტილება ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში შეუძლებელია რომ გამოვიდეს“, - თქვა მან.

ავთანდილ წერეთლის შვილმა, „Tv პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა კი აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში გაგრძელებულმა სასამართლო დავამ ისინი პატიმრის მდგომარეობაში ჩააყენა.

„რა მოლოდინები უნდა გვქონდეს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, სამი წელია ისედაც დაპატიმრებულები ვართ და სასამართლო დარბაზში ვცხოვრობთ. მამამ მკურნალობა შეწყვიტა და გუშინ ჩამოვფრინდით. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - ჩვენ მისი არ გვეშინია. სასამართლო დარბაზში ვართ და ველით განაჩენს. იგი გახდება პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნა ვატო წერეთელმა.