მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ გასულ კვირას უმუშევართა შემწეობა 884 000-მა ამერიკელმა მოითხოვა

5f5a676116477
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.20 21:50
830
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის განცხადებით, გასულ კვირას უმუშევართა შემწეობა 884 000-მა ამერიკელმა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უმუშევართა შემწეობაზე მოთხოვნების რაოდენობა არ შემცირებულა, აღნიშნულ რიცხვში შედიან ის პირები, რომლებმაც სამუშაო ადგილი დაკარგეს პანდემიის გამო, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრისამებრ იღებენ შემწეობას.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის განცხადებით, მოცემული რიცხვების მიხედვით საზეიმო ამ ეტაპზე არაფერია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო უჩვეულო მდგომარეობაა შრომით ბაზარზე, მაინც შეინიშნება უმნიშვნელო გაუმჯობესება.

ასევე დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 15 აგვისტოს ჩათვლით შემწეობა ჯამში 29 მილიონმა ამერიკელმა მიიღო, ხოლო შემწეობის ოდენობა 600 აშშ დოლარს შეადგენდა.