03.სექტემბერი .2019 23:00

“მხოლოდ გუნდი განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება ორგანიზაცია და თვითონ ლიდერიც”

views 1753
უკან

“ერთი ადამიანი არ ცვლის რეალობას. ლიდერმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს გუნდის ფორმირებაში, თუმცა მხოლოდ გუნდი განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ორგანიზაცია და თვითონ ლიდერიც”, − ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს.

“კადრის არჩევისას კანდიდატის ცვლილებებისადმი მზადყოფნას ვაქცევთ ყურადღებას. ეს ცოტა რთულია”, – ამბობს გაჩეჩილაძე და იქვე განმარტავს: “როცა ჩვენ ახალკურსდამთავრებულს სამსახურში ვიყვანთ, იმ ცოდნის, რომელიც მას იმ მომენტში აქვს, ათ წელიწადში აღარ იქნება რელევანტური. მნიშვნელოვანია ცვლილებებისადმი მზაობა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვსწავლობთ”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა