16.მარტი .2020 15:10

მხოლოდ ჯადაცვის სამინისტრო ვერ გახდება ყველა პროცესის ზედამხედველი - ეკატერინე ტიკარაძე

views 222
უკან

"მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გახდება ყველა იმ პროცესის ზედამხედველი, რომელიც საჭიროებს ხარისხიან შესრულებას" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში სხვა უწყებების ჩართულობას შეეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ უწყებათშორისი კოორდინაციით მოხდება პროცესის ხარისხიანი მართვა.

„ზოგადად, მსოფლიოში კორონავირუსის იდენტიფიცირების შემდეგ 25 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო კურირებდა ყველა ამ პროცესს. იქიდან გამომადინარე, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა, შესაბამისად, რისკიც გაიზარდა საქართველოში, ამიტომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გახდება ყველა იმ პროცესის ზედამხედველი, რომელიც საჭიროებს ხარისხიან შესრულებას. აქედან გამომდიანარე. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა უწყება თავისი პასუხისმგებლობის კუთხით იყოს მეტად ჩართული და ეს პასუხისმგებლობები იქნება გადანაწილებული და ხარისხიც იქნება გაუმჯობესებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შსს ჩაერთო თვითიზოლაციის დამრღვევი პირების მონიტორინგის პროცესში, მდგომარეობა მეტად დაექვემდებარა კონტროლს.

„ჩვენ გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც შსს-ს მხრიდან აქტიურად ხდება ამ პიროვნებების აღრიცხვა და კვლავ განთავსება თვითიზოლაციის ადგილებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ფაქტები, რაც უკვე მოხდა, გახდება საკმარისი, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა