მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში $5 მილიარდზე მეტის საინვესტიციო პაკეტია მომზადებული - მინისტრი

619234a242124
მარიამ ვარადაშვილი
15.11.21 14:19
862
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ახალი საინვესტიციო შეთავაზების პაკეტი მხოლო ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში 5 მილიარდი დოლარის პროექტებს გულისხმობს.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს მედიას მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები პრემიერს ხვდებოდნენ და მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზების თანახმად, "წონად" საინვესტიციო პაკეტებს განიხილავდნენ. 

“რაც შეეხება ახალ პროექტებს, მთლიანი საინვესტიციო პაკეტის ზუსტი მოცულობის თქმა, რამდენი მილიონი დოლარია, რთული იქნება, მაგრამ გეტყვით, რომ მხოლოდ ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში, ჯამში, აღებულია 5 მილიარდ დოლარზე მეტის საინვესტიციო პაკეტი. ამას დაემატება ტურისტული პროექტები და ახალი ტურისტული დასახლებები. იმისთვის, რომ ამ ნაწილში ზუსტი ბიუჯეტი ვიცოდეთ, უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა და ამისთვის შესაბამისი სახსრები გვაქვს გამოყოფილი", - აცხადებს თურნავა.

მისივე თქმით, 28 საინვესტიციო პროექტი მხოლოდ ტურისტულ სექტორს ეხება.

“ორი დღის განმავლობაში განვიხილავდით 40-მდე მსხვილ საინვესტიციო შეთავაზებასა და სრულიად ახალ პროექტებსაც, რაც ეკონომიკის სამინისტრომ მომამზადა. გეტყვით, რომ აქედან 28 პროექტი არის ახალი ტურისტული მარშრუტები და დასახლებები ანუ საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ან ორი რომელიმე ობიექტი განვითარდეს, არამედ აქ არის მთელი რიგი სრულიად ახალი ტურისტული რაიონებისა და დასახლებების შექმნის პროექტები, რომლებზეც ვიმუშავებთ მომავალ წელს და ბიუჯეტში ამისთვის შესაბამისი თანხები აისახება", - განაცხადა ნათია თურნავამ.