17.სექტემბერი .2020 19:14

Myauto-მ მობილური აპლიკაცია გაუშვა (R)

views 1673
უკან

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. ახლახანს შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს პლატფორმით სარგებლობას გაუმარტივებს და ამიერიდან ავტოსამყარო შენს ხელში იქნება. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS მოწყობილობებზე ნებისმიერი მონაცემების მქონე სმარტფონისთვის. აქ სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი და დაემატა ახალი ჭკვიანი მოდულები.



ჩვენ, მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ მთავარი გვერდი, რათა უფრო მარტივად ნახო სასურველი ავტომობილი. ასევე, განახლდა და დაიხვეწა ძებნის მოდული, სადაც ერთი ან რამდენიმე მარკისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალების მოძებნაა შესაძლებელი. თუ ერთდროულად გაინტერესებს ჰონდა ფიტიც და S კლასის მერსედესიც სხვადასხვა მონაცემებით, შეგიძლია თავი არ შეიზღუდო. აქვეა საშენო განცხადებები, რომელიც შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით სპეციალური ალგორითმის დახმარებით გთავაზობს საშენო განცხადებებს. ასევე, სისტემა იმახსოვრებს შენი ბოლო ძიებების ფილტრებს და შესაბამისი პატარამეტრებით გიჩვენებს ძიებების ველში.



სასურველი ავტომობილის მოძებნას გაგიადვილებს სტიკერები, რომელიც რეალურ ცხოვრებაზე მორგებული ფილტრებით მარტივად გაპოვინინებს საშენოს, როგორიცაა ოჯახის მანქანა, დაურტყმელი, ახალი ჩამოყვანილი და სხვა. Ასევე, შეგიძლია თეგების გამოყენება, რომელსაც სისტემა ავტომატურად ანიჭებს განცხადებებს.

აპლიკაციაშივე შეგიძლია შეამოწმო ვინ კოდი და გაიგო ავტომობილის რეალური ისტორია. მთავარ გვერდზევე ნახავ საშენო ავტობლოგზე განთავსებულ უახლეს პოსტებს, სადაც ავტოინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს და განხილვებს გაეცნობი.

სრულად განახლდა და მნიშვნელოვნად დაჭკვინდა განცხადების დამატების ფუნქცია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას მონაცემების 90% ავტომატურად შეავსო - მარტივად VIN კოდის მითითებით, ან ტექ-პასპორტის დასკანერებით, რის შემდეგაც ავტომობილის მონაცემების დიდი ნაწილი შეივსება. განახლდა და დაიხვეწა ძებნის შედეგების გვერდი, სადაც განცხადების გვერდზე შესვლის გარეშე, გარედანვე, მარტივად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია შეთავაზების შესახებ და დაათვალიერო ფოტოები.

განცხადების გვერდზე დაემატა ბევრი საშენო სიახლე, ფასის განსაზღვრა, რომლის დახმარებით მარტივად შეგიძლია გაიგო, როგორ ფასად იყიდება ავტომობილი, ფასის შკალის საფუძველზე. აპლიკაციაში დაგხვდება VIN კოდის შემოწმების შესაძლებლობა ავტომობილის რეალური ისტორიის გასაგებად. ხოლო, რჩეული განცხადებების მოდულში თავმოყრილია შენ მიერ შეგროვებული განცხადებები.

აპლიკაციის გადმოწერას შეძლებ შემდეგი მისამართებიდან:
App Store : http://bit.ly/myauto-ios  
Play store: http://bit.ly/Myauto-android  

Myauto Mobile App პლატფორმის განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ყოველთვიურად 1.2 მილიონ მომხმარებელს გაუმარტივებს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას თუ სხვა სერვისების მიღებას, რომლებიც ავტოსამყაროსთანაა დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა