მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MYAUTO: "საქართველოში ქალ მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ჰიბრიდული ავტომობილებია"

5fa190d895eff
მადონა გასანოვა
03.11.20 23:31
5089
ჰიბრიდული ავტომობილები, როგორიცაა მაგალითად, Toyota Prius-ი, Honda Fit-ი, Hyundai Elantra და Fiat 500-ი, ყველაზე პოპულარულია საქართველოში ქალ მძღოლებს შორის.

"ქალი მომხმარებლების რაოდენობა Myauto-ს ვებგვერდზე წლების განმავლობაში ნელ-ნელა იზრდებოდა და დღეს უკვე 45%-ს მიაღწია. იგივე მაჩვენებელი 2015 წელს 35%-ზე ოდნავ მეტი იყო", – განუცხადა bm.ge-ს Myauto-ს პროექტების მენეჯერმა ილია მჭედლიშვილმა.

მჭედლიშვილის მიხედვით, ავტომობილების და მოტოციკლების 90%, რომელიც საქართველოში იყიდება, სწორედ Myauto-ზე მოდის. მისივე თქმით, ყოველთვიურად პლატფორმაზე 200 000-ზე მეტი განცხადება იდება.

პანდემიამდე Myauto-ზე ყველაზე ხშირად გაყიდვადი ავტომობილები იყო Toyota Prius-ი, Toyota Camry, Honda Fit-ი, Toyota Rav4-ი, Chevrolet Volt-ი, Hyundai Elantra, Ford Fusion-ი, Mercedes E Class-ი, BMW 5 Series-ი და Hyundai Sonata.

ცნობისთვის, Myauto საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ავტომობილები იყიდება. ვებგვერდს 1.3 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ვიზიტორებს შორის საქართველოს მოქალაქეები დომინირებენ, თუმცა, პლატფორმას აქტიურად სტუმრობენ მეზობელი ქვეყნებიდანაც.


MYAUTO: “HYBRID CARS ARE BEST-SELLING AMONG GEORGIAN FEMALES”