მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MyBeeline-ის აპლიკაციის აქტივაციისა და ბალანსის შევსებისას მომხმარებელი საჩუქრად ინტერნეტს იღებს

5f0c394e9c360
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.20 16:06
1020
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის მომხმარებელს MyBeeline აპლიკაციით სარგებლობისას შესაძლებლობა აქვს საჩუქრად ინტერნეტი მიიღოს.

როგორც „ვიონში“ განმარტავენ, მომხმარებელი რომელიც 31 აგვისტომდე ჩამოტვირთავს და გაიაქტიურებს აპლიკაციას, მიიღებს რეგისტრაციის ბონუსს 1GB მოცულობით, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით ბალანსის ნებისმიერი თანხით შევსებისას ბონუსს 500MB.

„MyBeeline აპლიკაცია, ეს არის ბილაინის სრული ოფისი მომხმარებლის ტელეფონში, რომელიც აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები. ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა“, - განმარტავენ კომპანიაში.

MyBeeline-ის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/

N
S