მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MyCoins-ის 5 სერვისი, რომლებიც კრიპტო მოყვარულებს ცხოვრებას უმარტივებს

635a96eeb8d58
BM.GE
27.10.22 18:31
1215
MyCoins-ზე კრიპტოს ყიდვა/გაყიდვასთან ერთად, კრიპტო მოყვარულები ცხოვრებას სხვა საინტერესო სერვისების გამოყენებით იმარტივებენ.

1. კრიპტოს გაგზავნა
MyCoins-ის დახმარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტო მარტივი ოპერაციით სხვა მომხრელებს გაუგზავნოს. ამისათვის კი მხოლოდ იმ მომხმარებლის მისამართია საჭირო, რომელსაც კრიპტო უნდა გაეგზავნოს.

2. კრიპტოს მოთხოვნა
MyCoins-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ კრიპტო მოითხოვონ სხვა მომხმარებლისგან. მაგალითად, თუ მეგობარს თქვენთვის კრიპტოს გამოგზავნა დაავიწყდა შეგიძლიათ შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოთ და ის მარტივად გადმოგიგზავნით კრიპტოს.

3. ავტომატური ყიდვა/გაყიდვა
მათ, ვისაც არ სურს მუდმივად აკონტროლოს კრიპტო ვალუტების ფასი, ან არ გამოტოვოს ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება, ავტომატური ყიდვის/გაყიდვის სერვისს იყენებს. ამ დროს, თუ მომხმარებელს დარეგისტრირებული აქვს დავალება, რომ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არჩეული კრიპტოვალუტის ღირებულება მითითებულ ფასს გაუტოლდება მაშინ ავტომატურად მოხდეს მისი ყიდვა ან გაყიდვა.

4. კრიპტო ჩექაუთი
MyCoins-ის პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში შესაძლებელია პროდუქტის შეძენა კრიპტო ჩექაუთით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას გადახდის მეთოდად MyCoin-ის არჩევა. ამ ეტაპზე კრიპტო ჩექაუთით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ კომპანიებში: iPlus, MyMarket, Swoop, Beko, Vendoo.

5. თანხის განაღდება
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი კრიპტოს გაყიდის, თანხის განაღდება შესაძლებელია მარტივად, სასურველი ბანკის ანგარიშზე გადატანით.