მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myhome & Visa შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებენ

5f0ee0b91463f
BM.GE
15.07.20 14:52
2027
Myhome და Visa ერთობლივ კამპანიას „შენი ზაფხული აქ არის“ იწყებენ, რომლის მიზანიც საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდაჭერაა.

როგორც bm.ge-ს Myhome-დან აცნობეს, 1-ელი აგვისტოდან, პირველი 200 მომხმარებელი, რომელიც დაჯავშნის უძრავ ქონებას Myhome-ის პლატფორმაზე Visa ბარათით, მიიღებს 20%-იან ქეშ-ბექს, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. კამპანიის მიზანი, ადგილობრივი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია და ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელზეც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

ერთობლივი კამპანია "შენი ზაფხული აქ არის" Visa- ს გლობალური ინიციატივის "Where You Shop Matters"-ის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესებს მთელს მსოფლიოში, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ. საქართველოში, ინიციატივა Visa Small Business Hub–ის ხელშეწყობით ხორციელდება. ეს არის პლატფორმა, რომელიც უზრუნველჰყოფს ყველა საჭირო ინსტრუმენტსა თუ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წამოიწყო, მართო და გააფართოვო მცირე ბიზნესი Visa-ს, პარტნიორი ბანკების თუ მერჩანტების ხელშეწყობით.

„Myhome-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იყო შიდა ტურიზმის ხელშეწყობა. ამ მიზნით, 2019 წლის მანძილზე, ჩვენს მომხმარებლებს ვაცნობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და ვეხმარებოდით შეექმნათ თავისი შთაბეჭდილებებით დატვირთული თავგადასავალი. გასული ზაფხულის მანძილზე 125,000-მა მომმხარებელმა მოძებნა დღიურად დასარჩენი ადგილი ჩვენი პლატფორმის დახმარებით. ჩვენ გვსურს ამ პროცესის კიდევ უფრო გამარტივება და ვქმნით პლატფორმას, სადაც უფრო მარტივად ნახავ და დაჯავშნი საშენო ბინას, სასტუმროს, სახლსა თუ აგარაკს“, - ამბობს მადონა კაჭკაჭაშვილი, Myhome-ის პროექტის ხელმძღვანელი.

”მცირე და საშუალო ბიზნესები, ლოკალური და გლობალური ეკონომიკის ცენტრში არიან. როგორც საერთაშორისო ბრენდი, ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შევიტანოთ იმ გაერთიანებებში, რომლის ნაწილიც ვართ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ამ მძიმე პერიოდის გამოვლა გვიწევს. ამ კამპანიისა და “Where You Shop Matters”-ის გლობალური ინიციატივით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე ბიზნესს და გვსურს, წავახალისოთ მომხმარებლები და დავაფიქროთ, თუ რამხელა დადებითი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ, შიდა ტურიზმის ინდუსტრიაზე. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას, Visa– ს სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო ციფრული გადახდების საშუალებით. ჩვენი, როგორც ბრენდის მიზანი, დიდი პოტენციალის მქონე, მცირე ბიზნესების მხარდაჭერაა“, - განაცხადა კრისტინა დოროშიმ, ვიზის რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.