მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myhome-მა, Colliers-თან ერთად, უძრავი ქონების დისტანციური შეფასების სერვისი შექმნა

5eaaac7803d2b
BM.GE
30.04.20 14:53
5348
მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, Myhome აგრძელებს განვითარებას და ქმნის პროდუქტებს, რომელიც აუმჯობესებს უძრავი ქონების ძიების გამოცდილებას.

Myhome-მა, #1 უძრავი ქონების პლატფრომამ საქართველოში, Colliers-თან ერთად, შექმნა უძრავი ქონების ექსპრეს შეფასების სრულად დისტანციური სერვისი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სასურველი ქონების სარეკომენდაციო შეფასება პროფესიონალებისგან. შეფასების პროცესში არ ხდება უშუალო ფიზიკური კონტაქტი და ქონება ფასდება განაცხადში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ყველა საერთაშორისo სტანდარტის გათვალისწინებით (IVS, RICS), მათ შორის ამერიკული Appraisal Institute -ის მიერ გამოცემული რჩევებით კრიზისულ პერიოდში გაკეთებულ შეფასებებს შეეხება. ექსპრეს შეფასების პროდუქტი უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას უფრო ინფორმირებულად მიიღონ გადაწყვეტილება.

Myhome ითვალისწინებს მსოფლიოში შექმნილ სიტუაციასა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, რომელიც ართულებს უძრავი ქონების ღირებულების ზუსტ შეფასებას, ამიტომ Myhome აღნიშნული მომსახურების 50%-ს დაფარავს. მომხმარებლები ნაცვლად 32 ლარისა, ექპრეს შეფასებაში გადაიხდიან 16 ლარს და გადაწყვეტილებას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე უფრო ინფორმირებულად მიიღებენ. არსებული შეთავაზება მოქმედებს 6 თვის განმავლობაში.

ამ ეტაპზე, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ: ბინის, კერძო სახლისა და კომერციული ფართის გასაყიდი ან საიჯარო ღირებულების შეფასებით.

Colliers International უძრავი ქონების სერვისებისა და ინვესტიციების მართვის წამყვანი კომპანიაა, რომელიც 68 ქვეყანაში ოპერირებს და 18,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.

MYHOME #1 უძრავი ქონების პლატფორმაა საქართველოში, ყოველთვიურად 500,000 უნიკალური ვიზიტორითა და 77,000 ახალი უძრავი ქონების შეთავაზებით.