მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myhome: უძრავი ქონების გაქირავების ფასების შემცირებას ველოდებით

61a90dfd976b8
თამთა ჯიჯავაძე
03.12.21 00:14
2183
Myhome-ის ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასების შემცირებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მისივე თქმით, ქირის ფასებთან დაკავშირებით ბოლო კვარტლის განმავლობაში წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება.

„რადიკალური ცვლილება არ არის გასული წლის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც უფრო დიდი იყო რყევები და მიწოდებაც შეფერხებული იყო. თუმცა მაგალითად დღიური გაქირავების ბინები გადატანილი იყო თვიურ გაქირავებაზე, და ბაზარი ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურებულია. ფასი 3-5%-ით არის გაზრდილი, თუმცა ველოდებით რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში შემცირდება კიდეც, იქიდან გამომდინარე რომ ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში გასაქირავებელი ქონების მიწოდება გაიზარდა. ზრდა არის როგორც ბინების, ასევე კომერციული ფართების მიმართ. საოფისე და სავაჭრო სივრცეების კუთხით ნოემბრის განმავლობაში 20-30%-ით მეტი ქონება არის ამჟამად გასაქირავებელი, რაც მიწოდების ზრდიდან გამომდინარე ფასების შემცირებაზეც შეიძლება აისახოს“, - აღნიშნა მან გადაცემა "საქმიან დილაში".