მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MYHOME.ge განახლდა და დეველოპერებისთვის ახალი მოდული შექმნა

5df49756ce665
BM.GE
14.12.19 11:59
5255
MYHOME უძრავი ქონების #1 პლატფორმაა საქართველოში, ყოველთვიურად 500,000 უნიკალური მომხმარებლითა და 77,000 ახალი განცხადებით. MY.GE-ს განახლებული ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში MYHOME-ზე ყველა დეტალი გაუმჯობესდა.

"ერთწლიანი მუშაობის შედეგად, დაიხვეწა ძებნის ფუნქციონალი, გახდა უფრო ჭკვიანი და კომფორტული, დაემატა ბოლო ძიებების შენახვა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ძებნის პროცესი, ასევე, განახლდა და უფრო თანამედროვე გახდა საიტის მთლიანი დიზაინი.

MYHOME წლების განმავლობაში ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ზუსტად იმ მომენტში არსებული მომხმარებლების საჭიროებებს პასუხობს. ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე მოხდა გარდატეხა და ახალ ან მშენებარე ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების მაძიებლებისა და დეველოპერების პერსონალური გამოცდილების შესაქმნელად, ვუშვებთ დეველოპერების ახალ მოდულს, რაც გულისხმობს დეველოპერისთვის კომპანიის გვერდს პლატფორმაშივე, რისი დახმარებითაც სრულყოფილად წარმოაჩენენ ბრენდის უპირატესობებს, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ახლოს მდებარე ობიექტებს, უსაფრთხოების სტანდარტებს, ჩაბარების შემდგომ მომსახურებებსა და სხვა მახასიათებლებს რისი წინ წამოწევაც სურთ", – აცხადებს BMG-სთან MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვნელი მურთაზ ფუტკარაძე.

MYHOME-ს დეველოპერების მოდულის, მონაცემთა ანალიზისა და დამატებითი სერვისების გაუმჯობესების შედეგად, დეველოპერები მიიღებენ რეალურ შედეგს, სწორედ მათი ქონებით დაინტერესებულ მომხმარებლებთან წვდომით, ხოლო მომხმარებლები მარტივად შეძლებენ მათზე მორგებული უძრავი ქონების ნახვას, საიტიდან გაუსვლელად გაიგებენ კონკრეტულად რა უპირატესოებები აქვს ამა თუ იმ შეთავაზებას, განცხადების გვერდიდანვე მოითხოვენ დაფინანსებას, შეუკვეთავენ ზარს და რაც მთავარია, ნაკლები ძალისხმევით შეიძენენ სასურველ უძრავ ქონებას.

"MYHOME უძრავი ქონების N1 პლატფორმაა საქართველოში. ამის თქმის საფუძველს 92%-იანი ბრენდის ცნობადობა და ყოველთვიურად 500 000-მდე უნიკალური ვიზიტორი გვაძლევს. მიუხედავდ იმისა, რომ MYHOME-ზე ყოველთვიურად 77 000 ახალი განცხადება იდება და მომხარებებლებს ყველაზე თანამდეროვე ძებნას ვთავაზობთ, ერთ ადგილზე გაჩერება არ გვსურს და მუდმივად განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები. ამისათვის მუდმივად ვაკვირდებით ჩვენი ვიზიტორების ქცევას. დღითიდღე ცხადი ხდებოდა, რომ მომხმარებლებს უფრო და უფრო ნაკლები დრო და მეტი შესაძლებლობა აქვთ უძრავი ქონების შეძენისას. დროის სიმცირე და მრავალფეროვანი შემოთავაზებები, ხშირად არარელევანტური გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ახალი გამოცდილება უძრავი ქონების ძიების პროცესში. ახალი მოდული ორი მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ. პირველი ეს არის დეველოპერების გვერდი myhome-ის პლატფორმაში. ეს გულისხმობს თითიეული დეველოპერისთვის ერთ სივრცეში განთავსებულ სარეალიზაციო უძრავ ქონებას. მათ აქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ გაყიდულ, გასაყიდ თუ დაჯავშნულ ბინებს. მიუთითონ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი პროექტის შესახებ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, როგორც თავად დეველოპერის კონტენტის განთავსება, ასევე myhome-ის მიერ შემოთავაზებული სერვისებიდან არჩევა: ფოტო-ვიდეო გადაღება, დრონის მომსახურება და 360 ფოტო.

გარდა საკუთარი გვერდისა, დეველოპერებს ვთავაზობთ გაყიდვების სტიმულირებას, რაც გულისხმობს შიდა და გარე რემარკეტინგს. შიდა რემარკეტინგის ფარგლებში, როდესაც მომხმარებელი კონკრეტული ფილტრებით დაიწყებს სასურველი ბინის მოძებნას, გამოუჩნდება იმ დეველოპერული კომპანიის შემოთავაზება, რომელიც ამ კონკრეტულ ფილტრებს ერგება. ხოლო იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი თავად ვერ დაუკავშირდა მისთვის სასურველ კომპანიას იქვე იქნება ღილაკი "მოითხოვე ზარი" და გაყიდვების მენეჯერები თავადვე დაუკავშირდებიან მომხმარებლებს.

საბოლოო ჯამში, დეველოპერს ექნება საკუთარი ვებგვერდი ზუსტად იმ სივრცეში, სადაც მომხმარებლები ბინებს ეძებენ. ამით მნიშვნელოვნად იზოგება, როგორც რეკლამირების, ისე საკუთარი ვებგვერდის მხარდამჭერის გუნდის ხარჯები. ჩავთვალოთ, რომ თითოეული დეველოპერული კომპანიის გვერდი და სარეალიზაციო ქონების სამრთავი პანელი ერთ სივრცეშია", – აღნიშნავს BMG-სთან მურთაზ ფუტკარაძე.