მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mymarket - ახალი შესაძლებლობა ქართული E-commerce-თვის

5eba61dfab13b
BM.GE
12.05.20 12:40
8216
Mymarket-ს დაემატა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც უკვე წლებია ელოდებიან მომხმარებლები.

ფიზიკურ პირებს უკვე შეეძლებათ იყიდონ ან გაყიდონ სასურველი ახალი თუ მეორადი ნივთები დისტანციურად, ონლაინ გადახდითა და მიწოდების სერვისის დახმარებით. თავდაპირველად აღნიშნული სერვისი თბილისის მასშტაბით იქნება, შემდეგ კი მთელი საქართველოს მოცვასთან ერთად გაიზრდება კატეგორიების რიცხვიც.

სასურველი ნივთის ყიდვა-გაყიდვა უმარტივესი პროცესია, განცხადების დადება ხდება Mymarket-ზე, ონლაინ გაყიდვის დადასტურებით, ხოლო გაყიდვის შემდეგ ჩვენს კურიერს მიაქვს სასურველ მისამართზე, ყველა წესის დაცვით, შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია, რომ ორი კვირის განმავლობაში, 25 მაისამდე, აღნიშნული სერვისი უფასო იქნება როგორც გამყიდველებისთვის ასევე მყიდველებისთვისაც.

„Mymarket-ის დახმარებით, უკვე 17 წელია ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა იყიდონ ან გაყიდონ სასურველი პროდუქცია, ჩაერთონ ყიდვა-გაყიდვის პროცესში დამატებითი ბარიერების გარეშე. ჩვენი ახალი მოდული კიდევ უფრო ამარტივებს ამ ყველაფერს და პოტენციურად ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას 100,000-მდე პროდუქტი შეიძინიოს სრულიად დისტანციურად და საუკეთესო ფასად.

სამომავლოდ პლატფორმაში დაინერგება მომხმარებლების შეფასების სისტემა, მომავალში რისკების თავიდან ასაცილებლად და ხარისხის უკეთესი კონტროლისათვის. რაც მთავარია, შეძლებ ჩაერთო E-Commerce-ში, პრაქტიკულად ბარიერების გარეშე, მიიღო სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია და გაყიდო ან იყიდო პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად. 

როგორ გავყიდო სასურველი ნივთები სახლიდან   - VIDEO