17.მარტი .2020 14:48

MYMARKET-ის მობილური ვერსიის 5 ახალი ფუნქციონალი

views 184
უკან

MYMARKET-ის ახალი მობაილ ვერსია გაეშვა. მთავარი მიზანი, რომ ყველაფერი თითის ერთ გაწვდენაზე ყოფილიყო შესრულებულია.

ახალ მობილურ ვერსიაზე გადატანილია დესკტოპის ყველა ფუნქციონალი, რომლებიც გაუმჯობესებული და დახვეწილია. 

მოკლედ, MYMARKET-ის მობილური ვერსიის 5 ფუნქციონალზე, რომელიც დაგეხმარება უფრო მარტივად ნახო საშენო

1. განახლების დროს ყველაზე მეტი ცვლილება ძებნის ფუნქციონალმა განიცადა, სადაც საძიებო სიტყვასთან ერთად ახლა უკვე ემოჯითაც შეგიძლია ნახო საშენო. ძებნის ღილაკზე დაჭერით დაგხვდება კატეგორიები, სადაც ბოლოს ათვალიერებდი განცხადებებს. ასევე შეგიძლია, დაამატო ფავორიტი კატეგორია. მაგალითად თუ შენთვის საინტერესო განცხადებები მონეტების კატეგორიაში ან მოტო აქსესუარებშია, ფავორტიებში დამატებით, მომავალში, 1 კლიკით გადახვალ სასურველ კატეგორიაზე. აქვე, ძებნის ღილაკიდან “ისტორიაზე” გადასვლით შეგიძლია ნახო ბოლოს ნანახი განცხადებებიც.

2. გამარტივდა და უფრო მორგებული გახდა ძებნის შედეგების და კატეგორიის გვერდი. შესაძლებელია grid ან list view საშენოდ მოირგო. ერთ შემთხვევაში, ძებნის შედეგების გვერდზე გამოიტანო ბევრი განცხადება, პროდუქტის ან მომსახურების სათაური და ფასი. მეორე შემთხვევაში, კი შედარებით ცოტა განცხადება, სათაური, ფასი და დამატებით აღწერა, ასევე განცხადებაში შეუსვლელად გექნება შესაძლებლობა დაათვალიერო ფოტოები.
გედეგების გვერდშივე დაგხვდება განახლებული და სრულყოფილი ფილტრები. ასევ გაქვს შესაძლებლობა დაალაგო საშენო განცხადებები თარიღისა და ფასის მიხედვით.

3. დაემატა გვერდითა მენიუ, სადაც თავმოყრილია ყველა ფუნქციონალი, რომელიც დაგჭირდება: ჩემი გვერდი, კატეგორიები, ახალი განცხადება, მაღაზიები, სიახლეები, შეტყობინებები, ჩემი კალათა და რჩეულები. გაუმჯობესდა ვებგვერდის ნავიგაცია და ყველაზე ხშირად მოხმარებადი ღილაკები ქვედა მენიუში გადავიტანეთ, რათა ერთი თითის გაწვდენაზე ყოფილიყო საშენო ფუნქციები. ქვედა მენიუშივე დაგხვდება: ძებნის ღილაკი, შეტყობინებები, განცხადების დამატება, ჩემი გვერდი და მთავარ გვერდზე გადასვლა.

4. დაიხვეწა ჩემი გვერდი, სადაც ყველაზე ხშირად მოხმარებადი და აქამდე მხოლოდ დესკტოპ ვერსიისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციონალი წინ არის წამოწეული. შეგიძლია, მარტივად მიიღო ან გაგზავნო შეტყობინებები, ნახო შენი ბალანსი და ყველა ტრანზაქცია, განთავსებული განცხადების სრული სია. გამარტივებულია მათი რედაქტირება და VIP სერვისებით სარგებლობა. შენს განცხადებებში გადასვლისას კი მარტივად გაიგებ რამდენმა ნახა შენი პროდუქტი თუ მომსახურება და რამდენმა მომხმარებელმა ჩააგდო ფავორიტებში, სწრაფი რედაქტირების ღილაკით კი მარტივად შეძლებ განთავსებული შეთავაზების ფასი შეცვალო.
მობილურ ვერსიაზეც დამატებულია დრაფტების ფუნქცია. თუ განცხადების დადება გარკვეული მიზეზით შეწყვიტე, ჩვენ მას შევინახავთ და შეგეძლება ნებისმიერ დროს გააგრძელო ატვირთვა.

5. დაიხვეწა და გაუმჯობესდა განცხადების ნახვის გვერდი, სადაც წინ წამოიწია დარეკვისა და მიწერის ღილაკები. ასევე, უფრო მკაფიოდ ჩანს განცხადების ფოტოები. აქვე შეგიძლია გამყიდველს შესთავაზო საშენო ფასი და სასურველ ფასად იყიდო ნივთი თუ მომსახურება. განცხადების ქვემოთ კი დაგხვდება “გააგრძელე ძიება”, რისი საშუალებითაც უფრო მარტივად ნახავ საშენოს.

MYMARKET ყველაზე დიდი ონლიან მარკეტია საქართველოში, სადაც სახლიდან გაუსვლელად მარტივად ნახავ 100 000-მდე ნივთსა თუ მომსახურებას.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა