17.სექტემბერი .2021 13:44

mytaxes.geostat.ge - პორტალი, სადაც დათვლით, რეალურად რამდენ გადასახადს იხდით

mytaxes.geostat.ge - პორტალი, სადაც დათვლით, რეალურად რამდენ გადასახადს იხდით
views 1199
უკან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - "გადასახადების კალკულატორის“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე, რომელიც ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, გადასახადების კალკულატორი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ნახოს მიღებული შემოსავლიდან რა ნაწილს იხდის ფიზიკური პირი არაპირდაპირი გადასახადების სახით, სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების შეძენის დროს და როგორ ნაწილდება აღნიშნული თანხები საბიუჯეტო ხარჯებში.

„გადასახადების კალკულატორი ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადს და სხვადასხვა საქონლის თუ მომსახურების შეძენის დროს გადახდილ არაპირდაპირ გადასახადებს, როგორიცაა დღგ და აქციზი. კალკულატორი ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, მასში არ არის გათვალისწინებული ყველა გადასახადი“, - განმარტავენ საქსტატში.

საქსტატის ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია უწყების ვებგვერდზე მოცემულ ბმულზე: http://mytaxes.geostat.ge/mytaxes/

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა