მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მყვინთავი მაშველების ხელფასები გაორმაგდა - შსს

5f68d5d489c52
ინგა მურუსიძე
21.09.20 21:07
2122
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. როგორც BM.GE-ს შს სამინისტროდან აცნობეს, მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები.

უწყების განცხადებით, დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას, ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100%-ით.

როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, ამ დრომდე მინიმალური ხელფასი 875 ლარი იყო, რომელიც 1915-მდე გაიზარდა, ხოლო მაქსიმალური ანაზღაურება 1325 ლარს შეადგენდა და ამიერიდან 3125 ლარი იქნება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწარფი
რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.