მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines-ი პოლონეთში ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს

61166605351cf
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 16:39
839
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი პოლონეთის მიმართულებით თბილისი - ვარშავა - თბილისის საჰაერო ხაზზე, მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და ვარშავას შორის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (შაბათი), ასევე დამატებითი ფრენა 23 აგვისტოს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა დღეს - 12 აგვისტოს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.