მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines-ის ექს-თანამფლობელმა შესაძლოა ახალი ავიაკომპანია შექმნას - აფციაურის გეგმები

5dc067a07997a
BM.GE
04.11.19 22:18
1780
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი იგორ აფციაური ახალ ბიზნესს იწყებს.

როგორც bm.ge-სთან საუბრისას აფციაურმა განაცხადა, იქმნება ახალი კომპანია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ, იქნება როგორც - საკონსულტაციო, ასევე ტუროპერატორის მიმართულება.

„ახალ კომპანიას Myway-ს გუნდთან ერთად ვხსნი. გვაქვს ბევრი პროექტი, რაც აუცილებელია ზოგადად ამ სფეროს განვითარებისთვის და ინოვაციურიც“, - აღნიშნა იგორ აფციაურმა.

bm.ge-ის კითხვაზე, რა მოცულობის ინვესტიციასთანაა დაკავშირებული ახალი კომპანიის გახსნა, აფციაური აცხადებს, რომ ჯერ კონკრეტულ თანხებზე საუბარი რთულია, ვინაიდან კომპანია ჩამოყალიბების პროცესშია.

ამასთან, Myway-ის ყოფილმა თანამფლობელმა bm.ge-ის უთხრა, რომ ახალი ავიაკომპანიის შექმნასაც გეგმავს, მაგრამ ჯერ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, იგორ აფციაურმა Myway Airlines-ის 51%-იანი წილი კომპანიის მფლობელ Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ს მიჰყიდა და კომპანიაც დატოვა.