29.მარტი .2020 18:21

Myway Airlines სპეც-რეისით ბულგარეთიდან 100-მდე საქართველოს მოქალაქეს ჩამოიყვანს

views 375
უკან

ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფრენა, 1 აპრილს ბოინგ 737-800 ტიპის ბოინგით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 წუთზე დაეშვება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.

ავიარეისზე ბილეთების შესაძენად მგზავრებმა კომპანიას შემდეგ მისამართზე უნდა დაუკავშირდნენ: 

sales@mywayairlines.com

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა