კომპანია „ალგორითმი“ ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას 5000 IT სპეციალისტის მომზადება-გადამზადების მიმართულებით და ხელისუფლებას სთავაზობს საკუთარ ბაზას აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.
როგორც bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, დავით კორახაშვილმა უთხრა, „ალგორითმი“ პროგრამის განხორციელებაში მთავრობას სთავაზობს როგორც ფართს, ისე ტექნიკურ და სასწავლო შესაძლებლობას. შეთავაზების მიუხედავად კორახაშვილს იმედი არ აქვს, რომ მის განცხადებას უკუკავშირი მოყვება.
„ჩვენ ვართ ყველაზე გამოცდილი გუნდი ამ ქვეყანაში და კავკასიაშიც, რომ ამ მიმართულებით გადავამზადოთ ადამიანები. უკვე დიდი ხანია განათლების სამინისტროდან ჩვენი მიმართულებით დაინტერესება არ არის და დიდი იმედი არ გვაქვს, რომ შეთავაზებას მიიღებენ. ეგ პროგრამა ადრეც გამოაცხადეს, თუმცა ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, უკუკავშირი არც მაშინ ყოფილა“, - განაცხადა კორახაშვილმა და დასძინა, რომ უგულებელყოფის მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა კომპანია, გარდა საჯარო მიმართვისა, ოფიციალური განცხადებაც გააკეთოს, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამას მას შემდეგ გააკეთებს, თუკი სამინისტრო წინადადებით დაინტერესდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა