მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად - პრემიერი

603cfcda06196
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 19:25
372
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად მზადაა. ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში დათმობაზე წასვლის მზაობას შეეხებოდა, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიპატიმრების გათავისუფლებაში გამოიხატება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციული, რასაც თავს არასდროს არიდებდნენ.

„ჩვენ ვართ მზად და ეს მზაობა ყოველთვის დავადასუტრეთ, მაგრამ დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა (შარლ მიშელმა) გააჟღერა, გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე... დიალოგი უნდა შედგეს და უნდა იყოს ერთი საერთო მიზნისთვის, რაც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არ დაყოფს და ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.