მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მზესუმზირა” და „ეზო ფესტივალი“ ქვეყანაში პირველ სრულიად უსაფრთხო წვეულებას უმასპინძლებს

610b7de030673
BM.GE
05.08.21 19:40
1751
7 აგვისტოს, კომუნა “მზესუმზირა” და „ეზო ფესტივალი“ საქართველოს მასშტაბით პირველ სრულიად უსაფრთხო წვეულებას უმასპინძლებს.

#openculture- ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა - ACT4CULTURE-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეაა და წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.

გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი.

აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება.

საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE at EZO FESTIVAL მიზნად ისახავს ღია სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

წვეულებაზე დამსწრე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ სტატუსის მქონე პირების იდენტიფიცირებას.

7 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით პირველი, სრულიად უსაფრთხო საპილოტე ღონისძიება Open Culture at eZo Festival დასწრება შეუძლიათ:

• სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ
• ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს
• ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს
• ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს

საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ბილეთის შეძენის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ შევძლოთ სიღრმისეული კვლევა საერთო ინტერესისთვის

#openculture- ფარგლებში წინასწარი ტესტირების საჭიროების მქონე პირებს უფასო მომსახურებას გაუწევს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკა „რეიმანი“ (მისამართი: სანდრო ეულის ქ. #7)

7 აგვისტოს, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის პირველ უსაფრთხო წვეულებაზე დაუკრავენ წამყვანი ქართული კლუბების რეზიდენტი არტისტები:

Ako Von Unten (Mzesumzira), Digital Groove Affair (Khidi / G2), Frankie Beatnik B2B Levi Love Disco / (Mzesumzira) HVL (Bassiani / Horoom), Khvedeliani (DAISI), Kura(Reflector), Nicole (Cafe Gallery). Yves B2B Parna (Mtkvarze) 98Dots (Colibri).