მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზია გიორგობიანმა ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმები წარადგინა

5e04fe6197bff
BM.GE
26.12.19 22:38
852
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დღეს ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაცია წარადგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია წელს ზაფხულში დამტკიცდა.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის 11 სოფლის - ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაშის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, მზია გიორგობიანის ინფორმაციით, დოკუმენტაცია კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შეიმუშავა და ამ ეტაპზე ადგილზე განხილვები მიმდინარეობს.