მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად აუქციონი გამოცხადდება

5d80f37b31587
დავით ჯალაღონია
17.09.19 21:00
1789
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლომდე, გარდაბნის მიმდებარედ მზის სადგურის ასაშენებლად აუქციონი გამოცხადდება.

ჯერჯერობით უცნობია, გარანტირებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მზის ახალი სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სახელმწიფო რა ფასად შეიძენს.

"ეს არის ახალი პროექტები ჩვენთვისაც და რა ფასები უნდა მივცეთ, რა ფასებს უნდა ველოდოთ ამ პროექტებისგან, ბოლომდე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ სექტემბრის ბოლოს გამოცხადდება აუქციონი 40 მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგურების მშენებლობაზე და დავინახავთ, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს, ინვესტორებს, თუ რა ტარიფები შეიძლება შემოგვთავაზონ", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ეს აუქციონი წარმატებით ჩატარდა, ინვესტორთან შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერიდან დაახლოებით, წელიწადნახევარში, საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგური იქნება.