მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

638de6afa3477
BM.GE
05.12.22 22:45
4722
ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი ავტოინდუსტრიაში ნამდვილად ტექნოლოგიურ გარდატეხას წარმოადგენს. Lightyear-ი კი მომხმარებლებს იმ გადაწყვეტას სთავაზობს, რაც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირესთან და დამუხტვის დროსთანაა დაკავშირებული.

Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში 463 კილომეტრის გავლას შეძლებს. თუმცა, მზის პანელების დახმარებით ავტომობილს ამ მანძილის 700 კილომეტრამდე გაზრდა შეეძლება. ბუნებრივია, მზის პანელებთან ერთად, Lighyear 0-ის დამუხტვა სადენის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი.

ჩვეულებრივ სარგებლობაში კი მომხმარებლები ამ მანძილს იშვიათად გადიან. შესაბამისად, ავტომწარმოებლის დათვლებით, ავტომობილით საშუალო სტატისტიკურად სარგებლობისას, მზის პანელების დახმარებით, Lightyear 0-ს დამუხტვა 2 თვეში ერთხელ დასჭირდება.

ავტომობილის საწარმოო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, Lightyear-ი ფინურ Valmet Automotive-თან ითანამშრომლებს. ამ უკანასკნელს ელექტრომობილების წარმოებაში უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს და ისეთ ბრენდებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: Mercedes-Benz-ი, Porsche და Saab-ი.


წყარო - Forbes.ge