22.აგვისტო .2019 16:20

მზის პანელებს ცეცხლი გაუჩნდა: Walmart-ი Tesla-ს უჩივის

views 295
უკან

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს უჩივის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია და საქმის წარმოება მიმდინარეობს.

სასამართლო დავა ორ ამერიკულ კომპანიას შორის Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე მზის პანელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაიწყო. როგორც ცნობილია, Tesla-ს მიერ 2016 წელს შეძენილმა კომპანია Solarcity-მ Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე მზის 7 პანელი დაამონტაჟა, რომლებსაც ​ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც Walmart-ში ამტკიცებენ, შედეგად მაღაზიები და პროდუქცია დაზიანდა. შემოწმებამ კი დაადგინდა, რომ Solarcity-მ პანელები დარღვევებით დამონტაჟდა, კომპანიამ მაქსიმალური მოგების მისაღებად არაკომპეტენტურ თანამშრომლებს სამუშაოს შესრულება უმოკლეს დროში დაავალა.

Walmart-ი Telsa-სგან კომპენსაციას ითხოვს.  

ცნობისთვის, Telsa-მ Solarcity-ი 2016 წლის ნოემბერში 2,6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.