მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაბერაულის“ ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

6130e690e71a8
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 19:43
634
„რთველი 2020 - ის მსოფლიო აღიარება“ - ამ სათაურით პოსტს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნაბერაული“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მათი ღვინოების წარმატებაზე ყვება.

საქმე ისაა, რომ ნაბერაულის ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

Mundus Vini ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ტრადიციულად გერმანიაში იმართება.

წლევანდელ კონკურსზე კი "ნაბერაულმა" 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საფერავი-ძელშავი - ოქრო;
ტვიში - ოქრო;
ცოლიკოური - ვერცხლი“, - წერია კომპანიის გვერდზე.