მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაციონალური მოძრაობა" დროებითი შეზღუდვების შემოღებაზე კანონს გაასაჩივრებს

5ec7b5bf893d9
ინგა მურუსიძე
22.05.20 16:40
1026
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფრაქცია აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებთან კონსულტაციებს იწყებს.

"საქართველოს პარლამენტის წევრებთან ვაპირებთ გავმართოთ კონსულტაციები, რათა მოვგროვდეთ პარლამენტის წევრთა 1/5, ეს არის 30 დეპუტატი.

დროის ჩამკეტით, დროის შეზღუდულად, მაგრამ ეს კანონი მაინც არაკონსტიტუციურია, ის მაინც ეწინააღმედეგებაა კონსიტუციას უფლებრივ ნაწილში, ასევე უწყებრივ ნაწილში, რომლითაც პარლამენტის როლი არის დაკნინებული. იმედი გვაქვს, გამოჩნდება 30 დეპუტატი, რომლებთან ერთადაც შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილება შედის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც კანონის იმ ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც საკარანტინო ღონისძიებების ეფექტიანად და სწორად გატარებასთან და პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის მართვასთან არის დაკავშირებული.