მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნადალმა და ფედერერმა ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულებს $172 000 გადაურიცხეს

5e21e2d53b033
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 21:30
987
მსოფლიოს ცნობილმა ჩოგბურთელებმა რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ავსტრალიაში ტყის ხანძრებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში 172 ამერიკული დოლარი გადარიცხეს. ამის შესახებ thenews.com.pk-ი წერს.

გარდა ამისა, სპორტსმენებმა კოლეგებთან ერთად მელბურნში საქველმოქმედო ღონისძიებას გაუწიეს ორგანიზება. ღონისძიებაში სერენა უილიამსი, კაროლინა ვოზნიაცკი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სხვა ცნობილი ჩოგბურთელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა.