მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნადარაია: "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტა ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს"

5fabc68816ac4
ლიკა გურაბანიძე
11.11.20 22:45
862
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, - ასე მიაჩნია თიბისის მთავარ ეკონომისტს ოთარ ნადარაიას.

“საქართველოს ეკონომიკისთვის სომხეთიც და აზერბაიჯანიც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. კონფლიქტის შეჩერება ბუნებრივია ჩვენს ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მეორე ნახევარში, როდესაც ტურიზმის აღდგენას ველოდებით, ამ მხრივ და არა მარტო ამ კუთხით რეგიონიდან უფრო მეტი პოზიტივი გვექნება.

რამდენად არის ორ მხარეს შორის შეთანხმება კონფლიქტის დასასრული, ამაზე საუბარი რთულია. იცით, რომ დასავლეთი რეგიონიდან გავიდა და რუსეთმა გარკვეულწილად პოზიციები გაიძლიერა. რა თქმა უნდა, რისკი არის, რომ ეს ღია კერად დარჩეს და სხვადასხვა ინტერესებით ამის ხელახალი გაღვივება მოხდეს.

არ არის გამორიცხული, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ის სატრანზიტო ფუნქცია, რაც საქართველოს აქვს შედარებით, შესუსტდეს, თუმცა თუ მოხერხდა ის, რომ რეგიონებს შორის ურთიერთობა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები დალაგდა, საბოლოო ჯამში ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ და ამით ჩვენც მოვიგებთ”, - განაცხადა ნადარაიამ “საქმიან დილაში”.

შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი ორი დღის წინ მოაწერეს.