მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნადარაია: სავალუტო ინტერვენციები არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება

5f9c188eba2a5
ლიკა გურაბანიძე
30.10.20 21:20
772

სავალუტო ინტერვენციები არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, - ასეთია თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას მოლოდინი, რომლის შესახებაც მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. როგორც ნადარაიამ აღნიშნა, ინტერვენციებისთვის დამატებითი რესურსი არსებობს.

“ის ინტერვენციები, რაც უკვე განხორციელდა უფრო მეტად მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოზიდული თანხებია და არა ის ფული, რომელიც ეროვნული ბანკის რეზერვებში დაგროვდა. ამიტომ ინტერვენციების დამატებითი რესურსი კიდევ არსებობს”, - განაცხადა ნადარაიამ.

თიბისის მთავარმა ეკონომისტმა საუბრისას ხაზი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებსაც გაუსვა.

“საქართველოში და სხვა ქვეყნებში პრობლემური ვითარება გვაქვს, ამიტომ რეგიონალური კონფლიქტის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ არატურისტული ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად აღდგა და აღდგენის პროცესი კარგია, როგორც ექსპორტის ასევე გზავნილების ნაწილში, ბუნებრივია კონფლიქტი ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.

სამწუხაროდ, ტურიზმის პროგნოზის გაუარესება ისევ გვაქვს, ხოლო მის აღდგენას წლის ბოლოს ველოდებით", – განაცხადა ნადარაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათი პროგნოზებით, ლარის კურსი 3.2-3.3-მდე ნიშნულზე იქნება. მომავალ წელს კი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, ლარის უფრო მეტად გამყარების მოლოდინი არსებობს.