„ბიზნესთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ქართული ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია შეხვედრის ფორმატში მოხდა ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა, ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია და ბიზნესს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ხორციელდება, იგეგმება და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტების სახით, ასევე მათგან მოვისმინეთ კონკრეტული პრობლემები, რომელიც ქუთაისში და, ზოგადად, იმერეთის რეგიონში არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა და ბიზნესთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითარების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.
ქუთაისში გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი ესწრებოდნენ, რომელმაც ვრცელი პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა