15.მაისი .2021 11:27

ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების კუთხით, მთავრობის დღის წესრიგშია"

ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების კუთხით, მთავრობის დღის წესრიგშია"
views 324
უკან

„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ვაქცინაცია და რეგულაციები" მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემცირების, საზღვრების გახსნის, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნისა თუ ვაქცინაციის მიმართულებით, არის საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.

„თქვენ იცით, რომ გასული წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია იყო პიკში, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის ძალიან აქტუალურად დგას როგორც ვაქცინაციის, ასევე რეგულაციების შემცირების თუ ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, აქედან გამომდინარე, ბიზნესთან კომუნიკაციის აქტიური რეჟიმი, რა თქმა უნდა, გრძელდება“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა