მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნადი გრუპი“ ლოკოკინების ფერმის გაფართოებას გეგმავს - ინვესტიცია €1.2 მილიონია

61e6c1529a286
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.22 21:15
2018
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში მოქმედი ლოკოკინების ფერმა 2022 წელს გაფართოების მიზნით 1.2 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს. 

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ფერმის მმართველი კომპანია „ნადი გრუპის“ დამფუძნებელი მერაბ ნადარაია აცხადებს, მიმდინარე წელს ფერმის გაფართოება ბიზნესის განვითარების რამდენიმეწლიანი პროექტის ნაწილია.

„2022 წელს ლოკოკინების ფერმის გაფართოება 20 ჰა-ზე მოხდება, ამ დროისთვის გვაქვს 14 ჰა ფართოვზე გაშენებული ფერმა და ამას 6 ჰა დაემატება. შედეგად ჩვენი წარმადობა 400 ტონამდე გაიზრდება. ამასთან უცხოელ ინვესტორებთან ერთად ვამუშავებთ რამდენიმეწლიან ფერმის განვითარების გეგმას, რომელიც 60 ჰა-ზე გაფართოვებას მოიცავს, რის შემდეგაც ფერმის წარმადობა 1 000 ტონა ლოკოკინა იქნება“, - აღნიშნავს მერაბ ნადარაია.

აღსანიშნია, რომ "ნადი გრუპი" მიმდინარე წელს ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად 2 მლნ ევროს ინვესტიციით ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების საწარმოს ამოქმედებას აგვისტოსთვის გეგმავს, რის შემდეგაც "ნადი გრუპი" ცოცხალ ლოკოკინასა და მისი ნახევარფაბრიკატებს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში გაიტანს

ცნობისთვის, 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე შემოსული ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ დღეისთვის 14 ჰა-ზე განთავსებულ მეურნეობას მართავს და წლიურად 60-70 ტონა პროდუქტს აწარმოებს. ასაქმებს 45 ადამიანს.