მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნადი ჯგუფი": 2021 წელს 300 ტონა ლოკოკინის ხორცის მიღებას შევძლებთ

5e19dfba1efbb
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.20 20:30
4000
"ლოკოკინის 20 ფერმის ამუშავების შემდეგ, ჯამში 300 ტონამდე ლოკოკინის ხორცის მიღება იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" ლოკოკინის ფერმის "ნადი ჯგუფის" დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 ფერმის დაპროექტება და მოწყობა, საიდანაც ხუთი მათგანი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ამოქმედდება, ხოლო ყველა ერთად – მომავალი წლიდან. 

"სავარაუდოდ, 15 ფერმის 30% 2020 წლის გაზაფხულიდან ამუშავდება, ხოლო დანარჩენი - 2021 წლის გაზაფხულიდან, ასე რომ მომავალ წელს 300 ტონა ლოკოკინის ხორცის წარმოება იქნება შესაძლებელი ქვეყანაში.

წელს ველით მინიმუმ მაგდენივე გამოხმაურებას და მომავალი წლიდან ვფიქობთ, რომ ლოკოკინის ფერმის გაშენების 30-მდე მსურველი გვეყოლება", - ამბობს "ნადი ჯგუფის" დამფუძნებელი.

როგორც მერაბ ნადარაია განმარტავს, გადამამუშავებელ საწარმოში, რომლის მშენებლობის დაწყებასაც "ნადი ჯგუფი" 2020 წელს გეგმავს, მათი და "შვილობილი" ფერმებიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავება მოხდება.

"ჩვენი მიზანია, წელს დავიწყოთ გადამამუშავებელი ქარხნის პროექტირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოვასწორთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერაც გვექნება. 350-400 ტონამდე ლოკოკინის გადამუშავება იქნება შესაძლებელი იმ ქარხანაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ.

ჯერ ჯერობით ჩვენ თვითონ ცოცხალი ლოკოკინა გაგქვს ექსპორტზე, იმიტომ რომ რეგულაციებიც არ არის ისეთი მკაცრი ნედლეულის გატანის მხრივ, ეს რეგულაციები ითხოვს სერტიფიცირებას, ვეტერინარულ სერტიფიკატს და ა.შ. რაც შეეხება გადამამუშავებელ საწარმოს, იქ მოთხოვნები მკაცრია და მოგვიწევს ყველა სტანდარტი გავითაველისწინოთ", - აცხადებს "ნადი ჯგუფის" დამფუძნებელი.

კითხვაზე, რამდენით გაზრდის გადამუშავებული ხორცის ექსპორტზე გატანა საწარმოს შემოსავლიანობას, მერაბ ნადარაია პასუხობს, რომ ცოცხალი ლოკოკინის ფასი ბაზარზე 4.5 ვეროა, ხოლო გადამუშავებული ხორცის ღირებულება 12 ევრომდე გაიზრდება.