მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაძალადევის რაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია მერიას 0,5 მლნ ლარი უჯდება

5f68d3e0aea33
BM.GE
21.09.20 20:35
1113
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ლითონის მოაჯირი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგვება ნერგები და მოეწყობა ბალახის საფარი.

სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„აქტიურად ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა იყო. სრული რეაბილიტაცია უტარდება სკვერს და ზღვისუბნელებს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 510 433 ლარს დახარჯავს.