მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

6079e9af31039
BM.GE
17.04.21 10:00
480
თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „თბილისი ენერჯის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვლება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემა არ შეიცვლება.

პროექტის მომდევნო ეტაპზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.