მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაძალადევის რაიონში უკანონოდ აშენებული 4 შენობის დემონტაჟი დაიწყო - მერია

5f607a04da41a
BM.GE
15.09.20 12:22
2263
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს:

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.