მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაფეტვრებში სპორტული კომპონენტი უცვლელი რჩება - საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს

6340107f07be7
ინგა მურუსიძე
07.10.22 15:39
1109
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძემ ოპონენტები მიზანმიმართულ ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს.

“ჩვენი ოპონენტები ისევ და ისევ დაკავებულნი არიან ცილისწამებით და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ერთმანეთზე კომპრომატების გამოქვეყნებით არის დაკავებული. ნაფეტვრებში სპორტული კომპონენტი უცვლელი რჩება და იქ ჩოგბურთის მოედანი და საცურაო აუზი განთავსდება. არ იცვლება არც შენობის ფორმა.

ამას გარდა, თანხა, რომელიც კომპანიების მიერ დამატებით იქნება გადახდილი, დედაქალაქის ბიუჯეტში შევა. ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტს, „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ გვარებთან აკავშირებს, რომლებსაც არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ აქვთ. რეალურად აქ არის საუბარი იმ კომპანიებზე, რომლებიც წლებია სამშენებლო ბაზარზე ოპერირებენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ცილისწამება და ამას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი და ინტერესი აქვს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.