მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაკადების მართვის შემთხვევაში, "სადგურის მოედნის" გვირაბი გამტარუნარიანია“ - ხმალაძე

63342d2a7eb24
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 15:17
1398
თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს „სადგურის მოედანზე“ გადასასვლელ მონაკვეთზე მგზავრთა ნაკადების მართვის შემუშავება დაავალა.

საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ხმალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეისთვის ნაკადების მართვის შემთხვევაში სადგურის მოედნის გვირაბი გამტარუნარიანია და მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ პიკის საათებში არსებული დატვირთვა განიტვირთოს.

თუმცა თბილისის ვიცე-მერმა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საკითხის ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტამდეც მივიდეს საქმე, რომლის დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებდა.

„ჯერჯერობით, იმედი მაქვს, რომ გვირაბის გამტარუნარიანობა დღევანდელი ნაკადების რაოდენობას აკმაყოფილებს იმ შემთხვევაში თუ ნაკადების მართვას შევძლებთ და დავარეგულირებთ. დღეს მივიღეთ ეს დავალება და ტრანსპორტის სპეციალისტებთან და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დავსხდებით და შევხედავთ რა პერსპექტივა აქვთ არსებულ ვითარებაში ნაკადების მართვას. იმედი მაქვს, მცირედი ჩარევებით ნაკადების მართვის კუთხით პრობლემას მოვაგვარებთ. ეს პრობლემა რომელიც გადასასვლელ გვირაბშია დღის მხოლოდ რამდენიმე საათის, დღის და საღამოს პიკის საათებში გვაქვს, სხვა დროს ამ გვირაბში გადაადგილება ნამდვილად არ ჭირს, მაგრამ რასაკვირველია, ამ პერიოდებშიც მოქალაქეებს დისკომფორტი არ უნდა ჰქონდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იმ შემთხვევაში თუ ეს ჩარევა არ იქნება საკმარისი, სხვა ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებს მივმართავთ, რაზეც დღეს საუბარი გამიჭირდება, რადგან ამაში უფრო საპროექტო ჯგუფების ჩართვა და რა განვითარების სცენარები იყო თავიდანვე დაგეგმილი ამ საკითხების განხილვა საჭირო“, - განაცხადა ხმალაძემ.