მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაკლები ნდობის გამო, მოსახლეობის 57% დანაზოგს სახლში, 11% კი ბანკში ინახავს - სებ

632cbeb514eae
ალა ისპირიანი
22.09.22 23:40
728
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი მოსახლეობის 11%-ს აქვს განთავსებული. 57%-ი დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25%-ი კი თანხას ოჯახის წევრებს ანდობს.

საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა.

"ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს. ამასთან, ნაკლებია ნდობა ფორმალური სისტემებისადმი, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%). მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა", - ნათქვამია კვლევაში.

სების ცნობით, აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი სესხებას მიმართავენ. თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს მიმართავს.

"მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%). რაც შეეხება ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავების არა სასესხო გზებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი ხარჯების შემცირებაზე (16.1%) და უფრო მეტმა მიმართა დახმარებისთვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (22.9%)", - წერია სებ-ის კვლევაში.