მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესის“ აშენება ქვეყნის ენერგეტიკისთვის შვება იქნება - "ოცნების" დეპუტატი

6169a1b670301
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 22:40
1141
„დღეს „ნამახვანჰესი“ და სხვა შეჩერებული ჰესები რომ გვქონოდა, ქვეყანაში სხვა მოცემულობა გვექნებოდა“, - ამის შესახებ ყოფილმა ბიზნესმენმა, დღეს კი პარლამენტის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ხარისხს შეეხებოდა.

ჟურნალისტმა ელენე კვანჭილაშვილმა "ოცნების" მოქმედ დეპუტატს ჰკითხა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, "ნამახვანჰესის" და სხვა შეჩერებული პროექტების გათვალისწინებით, თავად თუ ჩადებდა საქართველოში ინვესტიციებს. როგორც წაქაძემ აღნიშნა, "ენერგოპროექტების განხორციელება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია".

„როგორც ბიზნესმენი და მოქალაქე, ვფიქრობ, „ნამახვანჰესი“ ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან ეს ჩვენი ენერგეტიკისთვის შვება იქნება. თუ ეკონომიკური ზრდა გვინდა გვქონდეს, მაშინ მომსახურება უნდა გვქონდეს.

ეკონომიკის ზრდა იმაზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას იწვევს, რისი რესურსიც დღეს გვაქვს. ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად გაიზრდება, ამიტომ ამას უნდა დავახვედროთ ადეკვატური ნაბიჯები, რომელსაც ჰესების მშენებლობა ჰქვია, რათა ჩვენი რესურსი გვქონდეს. დღეს „ნამახვანჰესი“ და სხვა თავის დროზე შეჩერებული ჰესები რომ გვქონოდა, ქვეყანაში როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მიმართულებით, სხვა მოცემულობა გვექნებოდა. იძულებული ვართ შევისყიდოთ ელექტროენერგია, რის გამოც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ვალუტა გაედინება“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.