„დღეს „ნამახვანჰესი“ და სხვა შეჩერებული ჰესები რომ გვქონოდა, ქვეყანაში სხვა მოცემულობა გვექნებოდა“, - ამის შესახებ ყოფილმა ბიზნესმენმა, დღეს კი პარლამენტის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ხარისხს შეეხებოდა.
ჟურნალისტმა ელენე კვანჭილაშვილმა "ოცნების" მოქმედ დეპუტატს ჰკითხა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, "ნამახვანჰესის" და სხვა შეჩერებული პროექტების გათვალისწინებით, თავად თუ ჩადებდა საქართველოში ინვესტიციებს. როგორც წაქაძემ აღნიშნა, "ენერგოპროექტების განხორციელება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია".
„როგორც ბიზნესმენი და მოქალაქე, ვფიქრობ, „ნამახვანჰესი“ ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან ეს ჩვენი ენერგეტიკისთვის შვება იქნება. თუ ეკონომიკური ზრდა გვინდა გვქონდეს, მაშინ მომსახურება უნდა გვქონდეს.
ეკონომიკის ზრდა იმაზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას იწვევს, რისი რესურსიც დღეს გვაქვს. ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად გაიზრდება, ამიტომ ამას უნდა დავახვედროთ ადეკვატური ნაბიჯები, რომელსაც ჰესების მშენებლობა ჰქვია, რათა ჩვენი რესურსი გვქონდეს. დღეს „ნამახვანჰესი“ და სხვა თავის დროზე შეჩერებული ჰესები რომ გვქონოდა, ქვეყანაში როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მიმართულებით, სხვა მოცემულობა გვექნებოდა. იძულებული ვართ შევისყიდოთ ელექტროენერგია, რის გამოც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ვალუტა გაედინება“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი